2023 წლიდან, ხორბლის მწარმოებლები აზერბაიჯანში, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, 5 წლით სუბსიდიებს მიიღებენ

0
117

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სასურსათო ხორბლის თვითკმარობის დონის გაზრდის რიგი ღონისძიებების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.

სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანებულების თანახმად, საწყის ეტაპზე, როგორც საპილოტე პროექტი, იმ პირების მიერ წარმოებული საკვები მარცვლეულისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან წარმოაჩინონ საკვები ხორბალი ფერმაში თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენებით და წარადგინეს აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს და ფქვილის ქარხნებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2023 წლიდან გამოყენებული იქნება სუბსიდია 5 წლის ვადით.

ამასთან, განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა საკვები ხორბლის სახელმწიფო შესყიდვის ფასი უნდა განსაზღვროს 2022 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო შემდგომ წლებში –  ყოველწლიურად 1 ივლისამდე საკვები ხორბლის წარმოების (ღირებულების) დანახარჯებისა და მწარმოებლის შესაძლო მოგების გათვალისწინებით.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტს დაევალა გააუმჯობესოს მარცვლეულის კანონმდებლობა, მოამზადოს წინადადებები სასურსათო ხორბლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და წარუდგინოს ეს წინადადებები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეზერვების სახელმწიფო სააგენტოს წინადადებების საფუძველზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამი თვის განმავლობაში დაევალა გააუმჯობესოს ხელსაყრელი პირობებით და სახელმწიფო გარანტიებით სესხების გაცემის მექანიზმები, რათა შეიქმნას თანამედროვე ფერმები საკვები ხორბლის მწარმოებლების მიერ და ამასთან, შესაძლებელი იქნას მწარმოებლებმა შეიძინონ თანამედროვე სარწყავი სისტემა.

ეკა უკლება