სექტემბრიდან 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღება შესაძლებელი ხდება

0
327

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა აიკრძალა. თუმცა, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან მსესხებლებს 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღების უფლება ექნებათ.

ცვლილება ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მიმდინარე წლის 15 ივლისს გამოსცა, რომლის მიხედვითაც 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღება მხოლოდ სავალუტო დეპოზიტების მქონე პირებს ეხება.

„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის გამოცემულ ბრძანებაში.