საფრანგეთი ატომური ელექტროსადგურების უმსხვილეს ოპერატორზე – EDF, 100%-ან კონტროლს დაიბრუნებს

0
118

საფრანგეთის სახელმწიფო ემზადება ენერგეტიკული კომპანია Électricité de France-ზე (EDF) კონტროლის ასაღებად. საფრანგეთი ამჟამად ფლობს მსოფლიოში ატომური ელექტროსადგურების უმსხვილესი ოპერატორის კაპიტალის 84%-ს.

ამის შესახებ “ეურონიუსი” წერს.

აქციების დარჩენილი ბლოკის მფლობელებს თითო აქციაზე 12 ევრო შესთავაზებენ. ქვეყნის ბიუჯეტისთვის ოპერაციის ჯამური ღირებულება 9,7 მილიარდ ევროს შეადგენს.

EDF-ზე კონტროლის აღების გეგმები გამოცხადდა 6 ივლისს, პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნის გამოსვლისას პარლამენტში. ხელისუფლების განცხადებით, ნაციონალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ევროპაში რუსული საწვავის მიწოდების შემცირების ფონზე.

ამასთან, სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ კომპანიის გადასვლა მოხდება არა საკანონმდებლო გზით, არამედ წილების გამოსყიდვით. საფრანგეთს არ მიუღია ნაციონალიზაციის კანონები მას შემდეგ, რაც სოციალისტი ფრანსუა მიტერანი ხელისუფლებაში მოვიდა 1981 წელს.

სანდრო პირველი