რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა

0
142

რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა (21.1 მილიარდი რუბლით).

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია.

YouTube ასევე დაადანაშაულეს იმაში, რომ არ წაშალა ვიდეოები, რომელიც ხელს უწყობდა “ექსტრემიზმის” პროპაგანდას და ახალგაზრდებს მოუწოდებდა, მონაწილეობა მიეღოთ “არასანქცირებულ მასობრივ აქციებში”.

„Google-სა და მის საინფორმაციო რესურსებს რეგულარულად ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის აკრძალული ინფორმაციის არ წაშლის გამო“, – ნათქვამია „როსკომნადზორის“ განცხადებაში.