ილჰამ ალიევი: ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ევროპის ენერგეტიკული რუკა

0
242

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ღონისძიებაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულმა და ევროკავშირის მხარდაჭერილმა ენერგეტიკულმა პროექტებმა მთლიანად შეცვალა ევროპის ენერგეტიკული რუკა.

„ჩვენი გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში 15 წელზე მეტია. დღევანდელი მემორანდუმი არ არის ჩვენს შორის გაფორმებული პირველი დოკუმენტი. 2006 წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და 2011 წელს სამხრეთ გაზის დერეფნის ერთობლივ განცხადებას.

ამრიგად, ჩვენ გვაქვს კარგი ისტორია და კარგი მიღწევები. აზერბაიჯანის მიერ წამოყენებულმა და ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერილმა ენერგეტიკულმა პროექტებმა მთლიანად შეცვალა ევროპის ენერგეტიკული რუკა“, – აღნიშნა ალიევმა.

სანდრო პირველი