“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” წლებია ზარალიდან ვერ ამოდის – კომპანიამ 2021 წელი 173 მილიონიანი ზარალით დახურა

0
179

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გასული, 2021 წელი თითქმის 173 მილიონიანი ზარალით დაასრულა. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლების მაჩვენებელი 26%-ითაა გაზრდილი, თუმცა შემოსავლების ზრდის მიუხედავად, კომპანია ზარალზე გავიდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 2021 წელს გაეზარდა ხარჯებიც. ხარჯების ნაწილში, კომპანიამ ხელფასებზე 121.7 მილიონი ლარი დახარჯა. კომპანიაში 6 300 ადამიანია დასაქმებული.

ცვეთასა და ამორტიზაციაზე 52.8 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საწვავის ხარჯს, მან 25 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯმა კი 21 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია უკვე წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობს.

  • 2021 წელი 172.8 მილიონის ზარალი
  • 2020 წელი 149.8 მილიონი ზარალი
  • 2019 წელი 71.3 მილიონი ზარალი
  • 2018 წელი 55.7 მილიონის ზარალი
  • 2017 წელი 70.5 მილიონი ზარალი

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ექვემდებარება თბილისის მერიას და აერთიანებს დედაქალაქის მეტროს, ავტობუსებსა და საბაგიროებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი (90-წუთიანი) საფასური გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ღირს. ძალაში დარჩა როგორც მეტრომანებით, ისე საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის იმოქმედებს აბონემენტები.

ამასთან, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებს მთლიანად ანაცვლებს ლურჯები, რომლებიც ერთიან სატრანსპორტო სისტემაშია.

  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათის ღირებულება 3 ლარია. 1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს.
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათის ღირებულება 20 ლარია.
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათის ღირებულება 40 ლარია.
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათის ღირებულება 100 ლარია.
  • 6-თვიანი ულიმიტო ბარათის ფასი 150 ლარია.
  • 1-წლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარია.