ევროკავშირი რუსეთის უდიდესი ბანკის „სბერბანკის“ სასანქციო სიაში შეტანას აპირებს

0
146

როგორც გამოცემა „როიტერი“ წერს, ევროკავშირი რუსეთის უდიდესი ბანკის „სბერბანკის“ სასანქციო სიაში შეტანას აპირებს.

გამოცემა ინფორმაციის გავრცელებისას სამუშაო დოკუმენტს ეყრდნობა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ხელში ჩაუვარდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ოფიციალური მოსკოვისთვის მხარდაჭერისთვის „შავ სიაში“ ხვდება თუთიისა და სპილენძის გიგანტური კომპანია UMMC.

„როიტერი“ განმარტავს, რომ ახალ სასანქციო სიაში, რომელიც 48 ფიზიკურ პირსა და 9 სუბიექტს აერთიანებს, ასევე შედიან „ღამის მგლების“ ლიდერები, მსახიობები, პოლიტიკოსები, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, სანქცირებული ოლიგარქების ოჯახის წევრები და სამხედრო პირები შედიან.