ბელორუსიაში დამოუკიდებელი პროფკავშირების საქმიანობა აიკრძალა

0
92

ბელორუსის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში დამოუკიდებელი პროფკავშირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, იუწყება “ინტერფაქსი” ბელორუსის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

”გენერალური პროკურორის სარჩელით, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბელორუსის თავისუფალი პროფკავშირის, ლითონის მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის, ბელორუსის მაღაროელთა, ქიმიკოსების, ნავთობგადამამუშავებელთა, ენერგეტიკის მუშაკთა, ტრანსპორტის მუშაკების, ბელორუსიის რადიოელექტრონული ინდუსტრიის მუშაკთა პროფკავშირის, ასევე პროფკავშირების ასოციაცია „დემოკრატიული პროფკავშირების ბელორუსის კონგრესის“ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ”, – ციტირებს გამოცემას ბელორუსის გენერალური პროკურატურის შეტყობინებას.

აღნიშნულია, რომ „სასამართლო პროცესის დროს დადგინდა, რომ პროფკავშირების წევრების შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის, უკანონო გაფიცვების, საზოგადოებაში ესკალაციის აღკვეთის ნაცვლად, ამ პროფკავშირების ლიდერებმა და რამდენიმე წევრმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა დესტრუქციულ საქმიანობაში, მასობრივ მოვლენებში, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ავრცელებდა ექსტრემისტული შინაარსის ინფორმაციას.

ეკა უკლება