აპრილის პიკთან შედარებით, რუსეთის ნავთობის მიწოდება ჩინეთსა და ინდოეთში 30%-ით შემცირდა

0
206

ივლისში ჩინეთსა და ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდება აპრილის პიკთან შედარებით 30%-ით შემცირდა, წერს Bloomberg სავაჭრო სტატისტიკაზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიწოდების ერთბაშად 30%-ით ვარდნა იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრები ვერ ჩაანაცვლებენ რუსეთისთვის ევროპას.

ტრანსპორტირება ივნისის შემდეგ სტაბილურად იკლებს, თუმცა რუსეთი კვლავ ცდილობს ნავთობის ახალი მყიდველების მოძიებას.

გიორგი არაბული