Sberbank-ის ხელმძღვანელი, გერმან გრეფი რუბლის გამყარების მიზეზებს განმარტავს

0
235

Sberbank-ის ხელმძღვანელი გერმან გრეფი თვლის, რომ რუბლის კურსთან დაკავშირებით ვითარება შეიძლება გაუმჯობესდეს რუსეთის ეკონომიკის “ნეიტრალურ ქვეყნებთან” ვაჭრობის გადამისამართების გამო.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია კურსის გამყარების შენარჩუნება სავალუტო ინტერვენციებით ან იმპორტის გაფართოებით.

გრეფის თქმით, ამ დროისთვის რუბლი გამყარდა საზღვარგარეთ ვალუტის გადაცემის სირთულეების გამო. რუსული ვალუტის გამყარების კიდევ ერთი ფაქტორი იყო იმპორტის შეზღუდვა, რის გამოც ვალუტა უფრო მცირე მოცულობით იხარჯება.

მისივე თქმით, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის დაგროვებისთვის „მყარი ვალუტების“ შეძენის შეუძლებლობის გამო, ფინანსთა სამინისტრო იუანის და „სხვა რბილი ვალუტების“ შესყიდვას სწავლობს.

„შემდეგ, გაცვლითი კურსის ვითარება გამოსწორდება ნეიტრალურ ქვეყნებთან ვაჭრობის ლოგისტიკის რესტრუქტურიზაციის გზით“, – განაცხადა გრეფმა ბრიფინგზე.

ეკა უკლება