რუსეთ-ჩინეთის გაზსადენის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება

0
144

მონღოლეთის მთავრობა ელოდება, რომ რუსეთიდან ჩინეთში გაზსადენის “ციმბირის სიმძლავრე-2” სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ლუვსანამსრეინ ოიუუნ-ერდენემ Financial Times-თან ინტერვიუში.

პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ მაგისტრალის ნაწილი მონღოლეთის ტერიტორიაზე გაივლის. ამ დროისთვის მონღოლეთის გავლით მილსადენის მარშრუტის საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

„პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულებულია და ჩვენ გვჯერა, რომ მშენებლობა 2024 წელს დაიწყება“, – თქვა ოიუუნ-ერდენემ.

მისი თქმით, გაზსადენის ექსპლუატაციით მიღებული სატრანზიტო გადასახადი ხელს შეუწყობს მონღოლური ეკონომიკის აღდგენას, რომელიც მძიმედ დაზარალდა კოვიდ-19-ის პანდემიით.

2022 წლის თებერვალში რუსულმა „გაზპრომმა“ ხელი მოაწერა ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს ჩინეთის ნავთობის ეროვნულ კორპორაციასთან (CNPC). რუსული გაზის ექსპორტი ახალი შორეული აღმოსავლეთის მარშრუტით მოხდება.

შეთანხმების წყალობით, “ლურჯი საწვავის” ჯამური წლიური მარაგი 48 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. “ციმბირის სიმძლავრე-2” გაზსადენით და მისი გაგრძელებით მონღოლეთის გავლით – გაზის გადატუმბვა ჩინეთში შეიძლება გაიზარდოს კიდევ 50 მილიარდი კუბური მეტრით.

ეკა უკლება