
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლების თანახმად, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სასაქონლო ფასების დამატებით შემცირების გათვალისწინებით, წინა კვირაში გამოქვეყნებული პროგნოზი კვლავ გაუმჯობესდა.
კერძოდ, როგორც ჩანს, არსებული 12.8%-დან, წლის ბოლოსათვის ინფლაცია არა 8.5%-მდე, არამედ 7.4%-მდეც კი შეიძლება შემცირდეს.
„თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსების თქმით, ძლიერი წმინდა შემოდინებების გათვალისწინებით, ეს სცენარი რეფინანსირების განაკვეთის სადღეისოდ არსებული 11%-დან, წლის ბოლოსათვის დაახლოებით 10%-მდე დაწევაზე მიუთითებს.