
17 ივლისს გაზპრომმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა ჩინეთში რუსული გაზის მიწოდების დღიური მოცულობით ციმბირის გაზსადენის მეშვეობით.
მიწოდება გაზპრომსა და ჩინურ კომპანია CNPC-ს შორის გრძელვადიანი კონტრაქტით ხორციელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რუსული მილსადენის გაზის მიწოდება ჩინეთში 63,4%-ით გაიზარდა.
კომპანიის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 6 თვის განმავლობაში ჩინეთს მიეწოდება 4,619 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
ამრიგად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მილსადენის მიწოდებამ 7,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
გიორგი არაბული