„გაზპრომმა“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის გათიშვა დაიწყო

0
1489

რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ გამოაცხადა ფორსმაჟორული გარემოების შესახებ, რომელიც ხელს უშლის გაზის მიწოდებას მინიმუმ ერთი მსხვილი ევროპული იმპორტიორისთვის, იტყობინება Reuters.

სააგენტომ გააანალიზა კომპანიის 14 ივლისის წერილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ გავრცელებულა. მათივე ცნობით, „გაზპრომმა“ გამოაცხადა გაზის მიწოდების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შეუძლებლობის შესახებ „მის კონტროლს მიღმა არსებული საგანგებო გარემოებების გამო“.

განცხადება ვრცელდება მხოლოდ 14 ივლისიდან დაგეგმილ გადაზიდვებზე.

კონკრეტულად რომელ ქვეყანას შეეზღუდება გაზი, უცნობია. ანონიმური სავაჭრო წყაროს ცნობით, წერილი ეხება გაზის მიწოდებას Nord Stream 1-ის გავლით, გაზის მთავარი მარშრუტი გერმანიისა და მის ფარგლებს გარეთ.

„გაზპრომს“ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სიტუაცია ევროპასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს.

ეკა უკლება