აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 6 თვეში 4,7-ჯერ გაზარდა

0
172

2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის 18 მილიარდ 479 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტიდან 17 მილიარდ 22 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 92,11% ნავთობისა და გაზის სექტორის პროდუქტების გაყიდვებიდან შეადგენდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, ნედლი ნავთობის ექსპორტი 9 მილიარდ 361 მილიონ დოლარად განხორციელდა, ბუნებრივი აირი 7 მილიარდ 440 მილიონ დოლარად.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია ნედლი ნავთობი 5 მილიარდ 743 მილიონ დოლარის ოდენობით, ბუნებრივი აირი კი 1 მილიარდ 585 მილიონი დოლარის ოდენობით.

ამრიგად, ნედლი ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი აზერბაიანს 25,8%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის ექსპორტი 4,7-ჯერ გაეზარდა.

სანდრო პირველი