უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: კიევს კონფქლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს

0
158

უნგრეთს უკრაინის პრეზიდენტთან უთანხოება არ აქვს – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, ისინი უნგრეთის ინტერესებს წარმოადგენენ. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ასევე, უკრაინის ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევს კონფლიქტში უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, თუნდაც, იარაღის მიწოდებით.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი ქვეყნის ინტერესებშია, არ ჩაერთონ ამ კონფლიქტში და მინიმუმამდე დაიყვანონ სამხედრო სიტუაციაში გადასვლის შესაძლებლობა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უნგრეთი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.