როდიდან დაიწყება საქართველოში აღმოჩენილი გაზის წარმოება

0
276

კახეთის საბადოზე დადასტურებული გაზის მარაგი 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს და მათი ათვისება უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს განუცხადა.

„ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ამ საბადოზე გაზის წარმოება 2024 წელს დაიწყება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ეს მარაგი ქვეყნისთვის საკმარისი იქნება დაახლოებით რვა წლის მოხმარებისთვის.

საქართველო გაზის თითქმის 100%-ს აზერბაიჯანიდან შემოაქვს. 2021 წელს მეზობელი ქვეყნიდან მიწოდებამ 2,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ეკა უკლება