ლინკევიჩუსი – ევროკავშირმა მეტი ფული მიმართა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად

0
171

ლიეტუვას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მეტი ფული რუსეთისკენ მიმართა გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ, ვიდრე უკრაინისკენ. ამის შესახებ დიპლომატმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

შედეგად, მისი თქმით, ევროპაში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება, რუბლი კი – მყარდება.

„მზადდება სანქციების მეშვიდე პაკეტი. ვის აინტერესებს ეს? ევროკავშირმა მეტი ფული მიმართა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად. ნავთობზე ფასი იზრდება. რუბლი სულ უფრო მყარდება.

ზოგიერთები ჯერ ისევ შეშფოთებულები არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. სამწუხაროა“,- განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ipn.ge