ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას გაზრდის და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება

0
334

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ბალანსს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე.

აშშ-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფო ასევე აპირებს ნავთობის მოპოვების დონის 50%-ით გაზრდას ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით.

ამის შესახებ The Insider-ი წერს.

„ორივე მხარემ აღნიშნა სტრატეგიული, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე კრიზისისა და მისი შედეგების ფონზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა სტაბილური გლობალური ენერგეტიკული ბაზრისადმი ერთგულება“, – ნათქვამია კომუნიკეში.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დაბლოკილ პორტებში:

„ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინელი ხალხისთვის კრიტიკული დახმარების გაწევის, ასევე მარცვლეულისა და ხორბლის პროდუქტების შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველსაყოფად, რათა შერბილდეს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც მკვეთრად იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოზე“.

სანდრო პირველი