2022 წლის ივნისში ქვეყანაში ფულადი გზავნილები 112%-ით გაიზარდა

0
189

2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2022 ივნისი უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.5% მოდიოდა.

გადმორიცხვების მიხედვით პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით ტოპ 10 ქვეყანა ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია – $231.4 მილიონი, მატება წინა წელთან 492%
2. იტალია – $35.6 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
3. აშშ – $27.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
4. საბერძნეთი – $18.8 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
5. ყაზახეთი – $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 284%
6. ისრაელი – $16.9 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
7. გერმანია – $14.0 მილიონი, მატება წინა წელთან 44%
8. თურქეთი – $8.4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
9. ყირგიზეთი – $7.0 მილიონი, მატება წინა წელთან 519%
10. ბელარუსი – $5.3 მილიონი, მატება წინა წელთან 756%