2022 წლის ივნისში, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 301.7 მილიონი დოლარი შეადგინა

0
129

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 179.2 მილიონი დოლარით გაეზარდა და 301.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 122.5 მილიონ დოლარს.

რაც შეეხება 2022 წლის გასული თვეების სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან – 258.6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, აპრილში – 188.6 ილიონი, მარტში – 174.5 მლნ დოლარი; თებერვალში – 105.2 მილიონი; იანვარში კი – 114 მილიონი აშშ დოლარი.