შვედეთში ინფლაცია ბოლო 31 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და 8,5%-ს შეადგენს

0
129

ივნისში შვედეთში ინფლაცია 8,5%-მდე გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1991 წლიდან, როდესაც ქვეყანაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელი 7,8% იყო.

ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ცენტრალური ბიურო იტყობინება.

„მაისში ინფლაციამ ქვეყანაში 7.2% შეადგინა. სურსათზე, ელექტროენერგიასა და საწვავზე ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა ინფლაციაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყოველთვიურ ცვლილებებზე ასევე იმოქმედა ტრანსპორტის მაღალმა ფასებმა საწვავის გაძვირების შედეგად.

ეკა უკლება