კანადამ რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

0
102

შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, კანადის ხელისუფლებამ დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ.

„15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში.

შედეგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას, ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო წარმოებასთან, აგრეთვე სამრეწველო მომსახურებასთან სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების სფეროში.