ვიქტორ ორბანი – ჩინეთი იმარჯვებს, ამერიკა არ აგებს, ევროპა იტანჯება

0
245

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიოსადგურ Kossuth-ს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ჩინეთისთვის სარგებელი მოაქვს.

მისი თქმით, ევროკავშირში დაწესებული სანქციების პირობებში, ენერგორესურსების ფასები მომენტალურად გაიზარდა, ხოლო ჩინეთი მათ ფასდაკლებით იღებს.

„ჩინეთი იმარჯვებს, ამერიკა არ აგებს, ევროპა იტანჯება. ჩინეთი ნავთობის მხრივ მთლიანად არაბების წყალობაზე იყო, ახლა კი ნავთობს რუსეთიდან იღებს“, – ციტირებს მას „მოსკოვსკი კომსომოლეტს“.