Iveco-მ რუსეთიდან სრულად გასვლის შესახებ განაცხადა

0
102

იტალიურმა სატვირთო და ავტობუსების მწარმოებელმა Iveco Group-მა რუსეთში ერთობლივი საწარმოს (Iveco-AMT) დატოვა. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერიტა მარკსმა დააზუსტა, რომ კომპანია თავის წილს ადგილობრივ პარტნიორს გადასცემს (ახლა უკვე ყოფილ პარტნიორს), თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ჯდება გარიგება, მან თქვა, რომ „საქმე ფულზე არ არის“.

კომპანიას ჰქონდა ერთობლივი საწარმო “Iveco-AMT”, რომელშიც იტალიელები ფლობდნენ 33%-ს ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მიასში.

იგი აწარმოებდა მაღალი გამავლობის ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს, რომლებიც მოთხოვნადი იყო ნავთობისა და გაზის, ხე-ტყის და სამთო მრეწველობის ინდუსტრიებში.

ეკა უკლება