„სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანას განვიხილავთ“

0
4973

„დღესდღეობით სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ“. – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ პალიტრანიუსის გადაცემა „დილის პალიტრაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სამომავლოდ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამუშაო ძალის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განხორციელდეს.

„დღესდღეობით სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ.

ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი. ასევე არ გაგიკვირდეთ და საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ.

ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი ფაზაში შედის უკვე“. – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.