ბილ გეითსმა $20 მილიარდიანი შემოწირულობა გაიღო

0
209

“მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა 20 მილიარდი დოლარი შესწირა საქველმოქმედო ფონდს, რომლიც თავისი და თავისი მეუღლის სახელობისაა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ეს თანხა მილიარდერის ყველაზე დიდი ერთჯერადი შემოწირულობაა და მისი მთელი ქონების მეხუთედია.

გამოცემის თანახმად, გეითსმა ისეთი დიდი თანხა შესწირა, რათა კაცობრიობას მეტი შანსი ჰქონდა, უპასუხოს „ჩვენი დროის დიდ კრიზის“.

„იმედი მაქვს, რომ მეტი შემოწირულობით შევძლებთ შევამციროთ იმ ადამიანების ტანჯვა, რომელთა წინაშეც ახლა დგანან, ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ ფონდის მთავარ მიზანს – მივცეთ საშუალება ყველა გაჭირვებულ ადამიანს იცხოვროს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრებით“, – ციტირებს Bloomberg მილიარდერს.