The New York Times – რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ირანსა და ვენესუელას შეეხო

0
177

დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ენერგეტიკაზე რუსეთის ორ უახლოეს მოკავშირეს, ვენესუელასა და ირანსაც დაარტყა, წერს The New York Times ორივე ქვეყანასთან დაახლოებული ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების თანახმად, ნავთობის შეზღუდვამ გამოიწვია აზიის ბაზრებზე ორივე სახელმწიფოს წილის მნიშვნელოვანი დაკარგვა, რომლის ათვისებაც რუსეთმა დაიწყო, რაც საკუთარ ნავთობზე დიდი ფასდაკლებითაა უზრუნველყოფილი.

ორივე სახელმწიფო არ არის კმაყოფილი საკუთარი ენერგორესურსების გაყიდვით არსებული მდგომარეობით და ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს.

დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ ახალი პარტნიორები გახდნენ, ამტკიცებს გამოცემა, რომლებიც ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე დგანან და უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიწოდების ალტერნატივებს ეძებენ.

ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნები განიცდიან ენერგო ფასების ზრდას და მზად არიან გადაიხადონ სრული ფასი, რაც ხსნის მოლაპარაკებების შესაძლებლობებს. აზიის ბაზარზე ქვეყნებს შორის მეგობრობის მიუხედავად, ისინი კონკურენტები არიან და რუსეთის აქტიური დემპინგი აძლიერებს კონკურენციას.

გამოცემა ირწმუნება, რომ ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია (PDVSA), რუსული მიწოდების გამო, იძულებული გახდა, გაორმაგებინა ფასდაკლება თავის ნავთობზე – ბარელზე 45 დოლარამდე.

უფრო მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიებმა, რომლებიც ვენესუელის ნავთობს აზიაში აგზავნიდნენ, შეწყვიტეს ქვეყნისთვის ფულის გადახდა ნავთობისთვის, რომელსაც ისინი ყიდიან მისი სახელით, რითაც კარაკასმა დაკარგა $1,5 მილიარდის შემოსავალი, ანუ რესპუბლიკის ნავთობის შემოსავლების თითქმის მეოთხედი.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ირანიც მსგავსი პრობლემების წინაშეა.

ირანულ მხარესთან დაახლოებული მოვაჭრეების მონაცემებით, ნავთობის გაყიდვები ჩინეთში დაეცა მესამედით, ხოლო მთელ აზიურ ბაზარზე განახევრებით, 700 000 ბარელამდე დღეში. ამასთან, ფულადი თვალსაზრისით, ირანულმა მხარემ ამ დრომდე მიიღო ომამდე დაგეგმილი შემოსავლის მხოლოდ 37%.

ჩინეთი გადადის რუსეთიდან ნავთობზე, რათა შეინარჩუნოს ურთიერთობა მისთვის უფრო მნიშვნელოვან პარტნიორთან, აღნიშნავს გამოცემა.

გამოცემა ასევე ირწმუნება, რომ ევროპამ აიძულა შეერთებული შტატები შეამსუბუქოს სანქციები ვენესუელას წინააღმდეგ და ახლა იტალიური Eni და ესპანური Repsol ყიდულობენ მის ნავთობს, ამერიკული Chevron კი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებში ნავთობის მიწოდების გაზრდაზე.

გარდა ამისა, ირანი ადრეც ცდილობდა რუსული ნავთობის შევიწროვებას ჩინეთის ბაზარზე, ამისათვის მას ფასდაკლების გაზრდა მოუწია, მაგრამ ამან არ მისცა ქვეყანას მოსალოდნელი ეფექტი.

ახლა ირანული მხარე ფიქრობს დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების გააქტიურებაზე „ბირთვული შეთანხმების“ მეშვეობით. ირანის ზოგიერთი ოფიციალური პირი, გამოცემის ცნობით, არსებულ ვითარებას ევროკავშირთან ორმხრივად მომგებიანი დაახლოების შესაძლებლობად ხედავს.

ამრიგად, ორივე ქვეყანას შეუძლია აზიის ბაზრებზე რუსეთთან კონკურენციის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსირება.

სანდრო პირველი