2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 35.1%-ით, ხოლო იმპორტი 35.3 პროცენტით გაიზარდა

0
105

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 467.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 548.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. აშშ დოლარი (35.3 პროცენტით მეტი).

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აღნიშნავენ, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა.

იხილეთ სრული ვერსია: https://www.geostat.ge/ka/single-news/2580/sakartvelos-sagareo-vachroba-2022-tslis-ianvari-ivnisi-ekspres-monatsemebi