მასკის Starlink საქართველოში ავტორიზაციას ელოდება

0
401

ილონ მასკის კუთვნილი Starlink საქართველოში ოფიციალურდ შემოდის, კომუნიკაციების კომისიაში განხილვა უკვე ჩანიშნულია.

Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“, რომელმაც ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიას მიმართა.

შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას კომუნიკაციების ეროვნული კომისია 14 ივლისს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიაში SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრისა და საქართველოში SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის გაშვების საკითხის განხილვის ამბავი ჯერ კიდევ ივნისში გახდა ცნობილი.

Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ტელეკომის მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის.

აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“,-  აცხადებდა კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე.

Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.