ირანი რუსეთის საავტომობილო ბაზარს გადაარჩენს? – მოსკოვში ირანული მანქანების წარმოება დაიწყება

0
183

“ირანული ავტოინდუსტრია ჩაანაცვლებს უცხოურ ბრენდებს რუსეთში – მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს მოსკოვში რენოს ქარხნის სიმძლავრის გამოყენებას ირანული მანქანების წარმოებისთვის”, – ამის შესახებ რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა “ირანელებმა საზღვარგარეთ”-ის რუსული ცენტრის ხელძღვანელმა, მირზაი ღაზი აბას მუსლემმა RTVI-ს განუცხადა.

მისი თქმით, ირანულ კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ ლიცენზიები მსხვილი საერთაშორისო ავტომწარმოებლებისგან, მათ შორის რენოს, პეჟოსა და მერსედესისგან, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. ირანული მანქანების წარმოება “მოსკვიჩის” ქარხანაში იგეგმება.

„ჩვენ გვაქვს საკუთარი ტექნოლოგიები. ირანში ავტონაწილებზე სანქციები მხოლოდ 2017 წელს დაწესდა, მანამდე კი არ არსებობდა. გვაქვს ლიცენზიები რენოდან, პეჟოდან, მერსედესიდან. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რუსეთს აქვს პროდუქტიული შესაძლებლობები.

ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალები და ვაწარმოოთ მანქანები დასავლეთისგან დამოუკიდებლად“, – განაცხადა მუსლემმა „ძლიერი რუსეთის“ სამიტის ფარგლებში.

მოსკვიჩის გარდა, ვარიანტად აგრეთვე განიხილება თათარსტანში მდებარე ქარხნები – ნაბერეჟნიე ჩელნიში და იელაბუგაში – რომლებიც ადრე იყო შემოთავაზებული რუსეთში საბჭოთა მანქანების ბრენდების ვოლგასა და პობედას აღორძინებისთვის.

სანდრო პირველი