ანტირუსული სანქციების გამო ესტონეთის პორტში საშიში მინერალური სასუქები გაიჭედა

0
89

ანტირუსული სანქციების გამო 80 000 ტონა სასუქი, რომელთაგან 12 000 ფეთქებადი ამონიუმის ნიტრატია, ჩრდილოეთ ესტონეთში, მუუგას პორტში გაიჭედა, იუწყება Postimees.

გამოცემის ცნობით, სანქციების ქვეშ არიან როგორც მუუგას ტერმინალის მფლობელი, DBT, ასევე სასუქების მფლობელი რუსული ქიმიური კომპანია Akron.

ორი კვირის წინ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებმა მუუგაში ჩარჩენილი სასუქის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა, პორტიდან ტვირთის გატანის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

“ვინაიდან DBT და Akron სანქციების ქვეშ არიან, მათი საქმიანობა შეზღუდულია როგორც ესტონეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ესტონეთში რამდენიმე ათეული ტონა სასუქის ჩარჩენის გამო, ვინმე გადახედავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს”, – წერს გამოცემა.

ეკა უკლება