კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული მწარმოებელი – Lush, რუსეთში თავის ბიზნესს ხურავს

0
105

კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული მწარმოებელი და გამყიდველი – Lush, გეგმავს რუსეთში დარჩენილი მაღაზიების დახურვას. ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” საცალო უძრავი ქონების ბაზრის სამ კონსულტანტზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, Lush-ი გარკვეული დროით მხოლოდ ონლაინ მაღაზიის შენარჩუნებას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც საწყობებში არსებული მარაგი გაიყიდება.

კომპანიამ მარტის დასაწყისში შეაჩერა თავისი პროდუქციის მიწოდება რუსეთის ფედერაციაში, ასევე ონლაინ გაყიდვები.

მაღაზიებს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში მართავს Lush-ის პარტნიორი ლიცენზიით, ორივე კომპანიის 65% ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეს.

SPARK-Interfax-ის ანალიტიკური სისტემის მიხედვით, შპს „ლაშ რუსეთში“ 65%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი აზაროვია, დანარჩენი 35% კი ბრიტანულ კომპანიას ეკუთვნის.

ქსელი რუსეთში აერთიანებდა 48 მაღაზიას.

რუსული Lush-თან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ კომპანია ლიკვიდაციის პროცესშია. მისი თქმით, ქსელის მფლობელებმა ქვეყანაში მიწოდების ჯაჭვის მოწყობა ვერ მოახერხეს. ბოლო შეძენილი პარტია ვერ შევიდა რუსეთის ფედერაციაში და ჩარჩა რიგაში.

Lush-ი რუსულ ბაზარზე 2001 წლიდან მუშაობს. SPARK-ის მონაცემებით, Lash Russia-ს შემოსავალი 2021 წელს გაიზარდა 33,2%-ით, 1,55 მილიარდ რუბლამდე, წმინდა მოგება – 2,6-ჯერ, 95,55 მილიონ რუბლამდე.

სანდსრო პირველი