თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

0
262

თიბისიმ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში სამშაბათს, 12 ივლისს გაიმართა.

კომპანია უკვე მესამედ წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვითა და პრეზენტაციით – „30 წლიანი განვითარების მიმოხილვა“ სტუმრების წინაშე თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე წარსდგა. მდგრადი განვითარების ანგარიში კი, გენერალური დირექტორის მოადგილემ, რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა წარადგინა. ღონისძიება მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე – მდგრადი განვითარების გავლენა საქართველოში.

თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნესსექტორის მხარდაჭერა,  მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა,  ფინანსური განათლება და სხვა. დოკუმენტში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2021 წელს მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები. თიბისი არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერია, რომელიც ზემოჩამოთვლილი თემებს ეხმიანება. ღონისძიებას მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტნიორი კომპანიებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპანელო დისკუსიაში მონაწილებდნენ: თიბისი ბანკის ბრენდის გამოცდილების, დიზაინისა და მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე; გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი; EBRD-ს რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი; USAID-ის კერძო სექტორთან თანამშრომლობის კოორდინატორი ბევერლი ჰუვერი; FIM-ის წარმომადგენელი ივანე ლეკვთაძე და EIB-ის წარმომადგენელი ანდრეას ბერკჰოფი.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია თიბისის ვებ-გვერდზე  –  www.tbcbankgroup.com