„ჩვენი რეგიონის ქვეყნები დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ“

0
171

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, დიდ სახელმწიფოებს „ჭადრაკის ფიგურებად“ ნუ გამოაყენებინებენ თავს.

ჯაკარტაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამდივნოში საუბრისას, ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაზე ზეწოლას ახორციელებენ.

”ჩვენ უნდა დავიცვათ ეს რეგიონი გეოპოლიტიკური გათვლებისგან, დიდი ძალების მხრიდან მისი ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან და იძულების განხორციელებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენს ხელში უნდა იყოს”, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.