სოსო ფხაკაძე: დღემდე ვცდილობთ იაფი საწვავის წყარო ვიპოვოთ

0
156

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე საწვავის გაიაფების მოლოდინი არ აქვს.

“ჩვენ ყოველთვის საერთაშორისო ფასს მივყვებით. გაიაფდება საწვავი, ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რაც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, მნიშვნელოვნადაა გაზრდლი ნავთობის ფასი და ამან ძალიან ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა, როგორც კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე.

ჩვენ ორნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, საუბარია მილიონებზე, ვიდრე გვჭირდებოდა ომამდე. არ ვიცი, ომის დამთავრებამდე როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი დადებითი გაუმჯობესება მოხდეს ამ ბაზარზე.

მაგრამ, ჩვენ დღემდე ვცდილობთ და გვინდა საწვავის ისეთი წყარო ვიპოვოთ, რომელიც უფრო იაფი იქნება”, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.