„კომპანია „სოკარი“ საქართველოში საწვავს 3-ჯერ უფრო ძვირად ყიდის, ვიდრე აზერბაიჯანში“

0
2324

„კომპანია „სოკარი“ საქართველოში საწვავს 3-ჯერ უფრო ძვირად ყიდის, ვიდრე აზერბაიჯანში“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ბაირახტარის სტატუუს უცვლელად გთავაზობთ:

“იმის მიუხედავად, რომ ნავთობის ფასები პრაქტიკულად არ იცვლება და ლარის ნომინალური კურსიც მნიშვნელოვნად არის დასტაბილურებული, საქართველოში საწვავის ფასები ბოლო 2 კვირაში, 2-ჯერ დაკორეკტირდა ზრდის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით დიზელის საწვავს ეხება, რომელიც 5 ლარიან ნიშნულს უახლოვდება ლიტრზე. ახლა გლობალური ტენდენციებითა და ეკონომიკური პროცესებით არ გადაგღლით და უბრალოდ დიზელის საწვავისა და კომპანია “სოკარის” შესახებ, ერთ არც თუ მეგობრულ ამბავს მოგიყვებით.

⭕️ საქართველოში საწვავი ძირითადად 6 სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. იმპორტის რაოდენობით აზერბაიჯანი მესამე ადგილს იკავებს. ხოლო, ფასით აზერბაიჯანული საწვავი ხშირად აღემატება, ისეთი ქვეყნებიდან იმპორტირებული დიზელის ფასს, როგორიცაა ბულგარეთი და რუმინეთი.

⭕️ საქმე ის გახლავთ, რომ საწვავის ფასში საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი უჭირავს ტრანსპორტირების ხარჯს. შესაბამისად, ისეთი ქვეყნიდან საწვავის ტრანსპორტირება როგორიც ბულგარეთია, თითქმის 5- ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე აზერბაიჯანიდან. რომელიც, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ამის ნათელი მაგალითია, თავად აზერბაიჯანში არსებული დიზელის ფასი.

⭕️ საქმე ისაა, რომ თავად აზერბაიჯანში საშუალოდ ერთი ლიტრი დიზელის ფასი 0,80 მანათია, რაც 1.38 ლარს არ აღემატება. საქართველოში კი კომპანია “სოკარი”, იგივე დიზელის საწვავს 4.55 ლარად ყიდის, რაც საშუალოდ 3.2-ჯერ აღემატება აზერბაიჯანში არსებულ ფასს.

ცხადია აზერბაიჯანში დოტაციური ფასი გვხვდება და მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყანას ერთნაირი ფასწარმოქმნა ვერ ექნება. თუმცა, როდესაც ასეთ კოლოსალურ სხვაობაზე ვსაუბრობთ აქ დოტაციის არგუმენტი არ გამოდგება, მით უფრო როდესაც ზემოთ ნახსენები ფაქტორებიდან გამომდინარე, კომპანია „სოკარი“ ვერც პლატსის ფასს „მისდევს“ მაინც და მაინც და კომპანიის ფასი, მნიშვნელოვნადაა აცდენილი საერთაშორისო ტენდენციებსა, თუ ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს”, – წერს ბაირახტარი.