რუსეთში ექსპორტირებული აზერბაიჯანული ყველი სავარაუდოდ ნიდერლანდური აღმოჩნდა – მოსკოვში გამოძიება დაიწყეს

0
529

რუსეთში ექსპორტირებული აზერბაიჯანული ყველი სავარაუდოდ ნიდერლანდური აღმოჩნდა – მოსკოვში გამოძიება დაიწყეს

როსელხოზნაძორის ოფისმა ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ტულას რეგიონებში შეაჩერა აზერბაიჯანიდან მიღებული ყველის პარტია, რომლის წონაა 20,010 კგ, იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ დამცავი ფენის მოხსნისას ყველის თავებზე აღმოჩნდა სხვა მწარმოებლის (სავარაუდოდ, ნიდერლანდებიდან) მარკირება „45+ KAAS MAASDAM NL2F“, რომელიც არ იყო დამოწმებული ევრრაზიული ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე მიწოდების უფლებისთვის.

 „ტვირთის გადაადგილება შეჩერებულია მანამ, სანამ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების ვეტერინარული სამსახურები არ გააკეთებენ განმარტებებს აღნიშნულ ფაქტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეკა უკლება