ირანს რუსეთის გამო ნავთობის ფასის შემცირება უწევს

0
247

ირანი ამცირებს თავისი ისედაც იაფი ნავთობის ფასს ჩინეთში რუსული ნახშირწყალბადების გაზრდილი მიწოდების ფონზე. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემამ განმარტა, რომ ჩინეთი რუსული ნავთობის მთავარ მიმართულებად იქცა, რადგან მოსკოვი ცდილობს შეინარჩუნოს ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამაც საბოლოოდ ირანთან კონკურენციის გაზრდა გამოიწვია.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მაისში რუსული ნავთობის ექსპორტი ჩინეთში რეკორდულად გაიზარდა და რუსეთმა გადაუსწრო საუდის არაბეთს, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი იმპორტიორის უმსხვილეს მიმწოდებელs.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ირანმა შეამცირა ნავთობის ფასები, რათა დარჩეს კონკურენტუნარიანი ჩინეთის ბაზარზე, ასევე შეძლო ძლიერი საექსპორტო ნაკადების შენარჩუნება, რაც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ გამოწვეულია ჩინეთის მხრიდან კოროვირუსული შეზღუდვების შემსუბუქებით.

გიორგი არაბული