იაპონია რუსულ გაზზე უარს არ იტყვის

0
275

იაპონური კორპორაციის Mitsui O.S.K-ის ხელმძღვანელი, ტაკეში ჰაშიმოტოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას გაუჭირდება მთლიანად უარი თქვას გაზის რუსეთიდან შესყიდვაზე. მას მიაჩნია, რომ მიზეზი იაპონია ში ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარებაა, წერს Financial Times.

მისი თქმით, Mitsui O.S.K. გააგრძელებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირებას რუსეთიდან, როგორც ეს იყო დაგეგმილი, შეფერხებების გარეშე.

კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ენერგიის წარმოუდგენლად მაღალი ფასების გამო, ტოკიოს არ სურს შეწყვიტოს LNG-ის იმპორტი რუსეთიდან.

როგორც გამოცემასთან ინტერვიუში ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, იაპონიაში ენერგიის მყიდველებს სჭირდებათ LNG წარმოებული სახალინ-2 პროექტზე, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება ყველა შესაძლო ძალისხმევას გააკეთებს იმისათვის, რომ მათ მიიღონ საჭირო მომსახურება Mitsui O.S.K-სგან გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად.

სანდრო პირველი