„თიბისი კაპიტალი“ – ვფიქრობთ, რომ ლარი დამატებით გამყარდება

0
339

„ვფიქრობთ, რომ ლარი დამატებით გამყარდება,“ – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის განახლებაშია აღნიშნული.

„მაისის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს;

თიბისი კაპიტალი ცვლის 2022 წლის მოლოდინს დაახლოებით 10%-დან, 10%-ზე უფრო მეტის მიმართულებით;

წინა კვირა ლარის გამყარების მორიგი ტენდენციის კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი;

ჩვენი მოლოდინები პრაქტიკულად უცვლელია. საკუთრივ, ვფიქრობთ, რომ ლარი დამატებით გამყარდება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ დაახლოებით 2.80-ის ნიშნულამდე, რის შემდეგაც, ჩვენი აზრით, სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება;

ამასთან, სავალუტო აუქციონზე 24 მაისს განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად სავალუტო ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ისეთივე ნეგატიური რეაქცია ნაკლებ მოსალოდნელია;

საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გაძვირება საქართველოში უკვე დეპოზიტების განაკვეთებშიც შედარებით უფრო თვალსაჩინოა. ამასთან, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ამ მხრივ გადაცემის ეფექტი მხოლოდ ნაწილობრივი იქნება,“- ნათქვამია დოკუმენტში.