„სილქნეტი“ მობილურ ულიმიტო ინტერნეტპაკეტებს აძვირებს

0
563

„სილქნეტი“ მობილურ ულიმიტო ინტერნეტპაკეტებს აძვირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

კერძოდ, 27 ივლისიდან მობილური ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტების ფასი 50 თეთრი – 2 ლარით ძვირდება.

უფრო კონკრეტულად, 27 ივლისიდან მოქმედი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ტარიფები, შემდეგნაირი იქნება:

  • 1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი – 1.50 ლარის ნაცვლად 2 ლარი ხდება;
  • 5 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი – 6 ლარის ნაცვლად 7 ლარი ეღირება;
  • 30 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი – 30 ლარის ნაცვლად 32 ლარი იქნება.

ამასთან, ტარიფების ცვლილება დააანონსა კომპანია „მაგთიკომმაც“.

კერძოდ, 3 აგვისტოდან „მაგთი“ ცვლის როგორც ზარის, სმს-ს, ასევე მობილური ინტერნეტის, ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტების და ოპტიკური ინტერნეტის საფასურს.