
რუსეთის მთავრობამ დროებით შეზღუდა ბრინჯის, ბრინჯის ფქვილისა და საკვების ამინომჟავების ექსპორტი.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.
შეზღუდვები 2022 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ბრინჯისა და ბრინჯის ბურღულის ექსპორტზე შეზღუდვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებში და საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ექსპორტზე.
გიორგი არაბული