პირველად ისტორიაში – აშშ-მა რუსეთს ევროპისთვის გაზის მიწოდებით გადაასწრო

0
366

პირველად ისტორიაში – აშშ-მა რუსეთს ევროპისთვის გაზის მიწოდებით გადაასწრო

2022 წლის ივნისში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდებამ შეერთებული შტატებიდან ევროპაში გადააჭარბა “გაზპრომის ექსპორტს” ამ რეგიონში, დაწერა ფატიჰ ბიროლმა, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა (IEA) ტვიტერზე.

„რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირს აშშ-დან LNG-ით უფრო მეტ გაზს შემოაქვს, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით“, – ციტირებს ბიროლს RBC.

მისივე თქმით, ევროკავშირს სჭირდება ძალისხმევა, რათა შეამციროს შიდა მოთხოვნა გაზზე და მოემზადოს მკაცრი ზამთრისთვის.

ეკა უკლება