
Teslamedia – პირამიდა, რომელიც ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო, ჩამოიშალა.
მისი საშუალებით მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავება შეეძლოთ, თუმცა, ის უკვე თანხებს აღარ გასცემს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანმა ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა.
Teslavideomedia.com-ის საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა.
ეს ვებგვერდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. Google Trends-ის თანახმად, საქართველოში ამ ვებგვერდის პოპულარობა 100 ქულით იყო შეფასებული.
რაც შეეხება ჩვენს სამეზობლო ქვეყნებს, მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა.
ვებგვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, Teslavideomedia.com-ი 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა.
ამასთან, Teslavideomedia.com არავითარ კავშირში არ არის ილონ მასკის დაფუძნებულ, ავტომწარმოებელ “ტესლასთან” მიუხედად იმისა, რომ ლოგო და წარწერა სწორედ საერთაშორისო ბრენდს მოგაგონებთ.