შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 0,75%-მდე გაზარდა

0
224

შვედურმა Riksbank-მა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით,  0.75%-მდე გაზარდა. შვედეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ისინი გააგრძელებს განაკვეთის აწევას მიმდინარე წლის განმავლობაში.

ბანკის ეს გადაწყვეტილება დაემთხვა The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ექსპერტებისას, რომლებიც ასევე ელოდნენ 50 პუნქტიან საბაზისო ზრდას.

Riksbank-ის პროგნოზით, 2023 წლის დასაწყისისთვის მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი დაახლოებით 2% იქნება.

„შვედეთში ინფლაცია მკვეთრად დაჩქარდა და, სავარაუდოდ, 7%-ზე მაღლა დარჩება ამ წლის ბოლომდე. ამ კუთხით, ცენტრალურმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დასაბრუნებლად, – ნათქვამია Riksbank-ის განცხადებაში.

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შვედეთის ცენტრალური ბანკი შეამცირებს ობლიგაციების გამოსყიდვას 18,5 მილიარდ შვედურ კრონამდე (1,81 მილიარდი დოლარი) ადრე დაგეგმილი 37 მილიარდი კრონიდან.

Riksbank-მა გაზარდა შვედეთში მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 6%-დან 7,6%-მდე.

სანდრო პირველი