სბერბანკი 2021 წლისთვის განკუთვნილ დივიდენდებს არ გადაიხდის

0
313

სბერბანკის აქციონერებმა წლიურ კრებაზე გადაწყვიტეს 2021 წლის წმინდა მოგება არ გაენაწილებინათ და არ გადაეხადათ დივიდენდები ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებზე, განაცხადეს ბანკმა.

ამის შესახებ “ინტერფაქსი” წერს.

პრივილეგირებული აქციების მფლობელები მათზე დივიდენდების გადაუხდელობის შემთხვევაში იღებენ ხმის უფლებას მომდევნო კრებაზე.

სბერბანკის მთავარი აქციონერი, სახელმწიფო, თუნდაც ხმების შემცირების გათვალისწინებით, შეინარჩუნებს საკონტროლო წილს (50% პლუს 1 აქცია).

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ დაავალა ფინანსთა სამინისტროს სბერბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შესახებ დირექტივების მომზადებისას, ასევე აქციონერის – რუსეთის ფედერაციის პოზიციის ფორმირებისას – არ გაითვალისწინონ თანხის გადახდა.

ეკა უკლება