რუსეთი ჩინური სმარტფონების გარეშე რჩება

0
173

ჩინურმა მწარმოებელმა Honor-მა რუსეთში სმარტფონების ოფიციალური მიწოდება შეაჩერა, წერს Vedomosti წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიის გაჯეტების იმპორტი ქვეყანაში მარტში შეწყდა, თუმცა წყაროები მიუთითებენ, რომ Honor ამჟამად პარტნიორებს ეძებს დსთ-ს ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც.

ფირმამ უკვე მიაღწია შეთანხმებას უზბეკეთში საქონლის რუსეთში პარალელური იმპორტის გზით შეტანის შესახებ, აცხადებენ წყაროები.

„დსთ-ს ქვეყნებში დისტრიბუტორების ქსელის გაფართოება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ Honor აპირებს განაახლოს მიწოდება რუსეთში“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

ეკა უკლება