რუსეთისთვის ჩიპების მიწოდების გამო, აშშ-მა უზბეკურ კომპანიას სანქციები დაუწესა

0
195

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიყვანა უზბეკური კერძო კომპანია Promcomplektlogistic.

„2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის გამო, შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები შპს „რადიოავტომიკას“ წინააღმდეგ, რომელიც დაკავებულია რუსული თავდაცვის ინდუსტრიისთვის უცხოური საქონლის შესყიდვით“, – ნათქვამია დეპარტამენტის ვებსაიტზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Promcomplektlogistic „აქტიურად უჭერდა მხარს Radioavtomatika-ს აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით“. ის რუსულ კომპანიას მიკროსქემები აწვდიდა.

„სანქციების სიაში კერძო კომპანია Promcomplektlogistic-ის ჩართვა უნდა იყოს გაფრთხილება კომერციული ორგანიზაციებისთვის მთელს მსოფლიოში: თუ თქვენ აწარმოებთ ბიზნესს სანქციების ქვეშ მყოფ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან, თქვენ რისკის ქვეშ ზართ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში გაიყინება Promcomplektlogistic-ის ყველა აქტივი და ამერიკულ კომპანიებს აეკრძალებათ მასთან ტრანზაქციების განხორციელება.

სანდრო პირველი