Politico: ევროკომისიას სურს აიკრძალოს ყველა არომატიზებული ე.წ. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა

0
933

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული კომისიის მიზანია, 2040 წლისთვის ევროპულ გაერთიანებაში თამბაქოს მოხმარება ხუთ პროცენტამდე შემცირდეს.

ბოლო მონაცემების თანახმად, ევროპაში ე.წ. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და თამბაქოს ნაწარმის მთლიანი გაყიდვების 2.5 % აღემატება.

ასეთ თამბაქოს უფრო დაბალ ტემპერატურაზე ეწევიან, ვიდრე ეს ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაშია.  ეს ამცირებს ტოქსინების დონეს მათ წვასთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტიპის პროდუქტს აქვს ჯანმრთელობის რისკები, როგორც აღნიშნავენ, კიბოს გამომწვევიცაა.

„ფილტვის კიბოს 10 შემთხვევიდან 9 თამბაქოს მიერაა გამოწვეული. ჩვენი სურვილია, მოწევა არამიმზიდველი გავხადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა “, – განაცხადა ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა.

ipress.ge